ლაციოს ტრიბუნა კვლავ ცარიელი იქნება
თარიღი: ოქტომბერი 4, 2017, 00:35
იტალიის სერია A-ს სადამსჯელო კომიტეტმა "ლაციო" დასაჯა.
გასულ ტურში, "ლაციოსა" და "სასუოლოს" შეხვედრის დროს, რომაელი ქომაგები რასისტული გამონათქვამებით ამკობდნენ მეტოქის ფეხბურთელებს, რაც გასაჩივრდა.
საბოლოოდ, კომიტეტმა რომაულ გუნდს ჩრდილოეთ ტრიბუნის სრულად დაკეტვა უბრძანა.
ამრიგად, სერია A-ს შემდეგი 2 ტურის მატჩში, "სტადიო ოლიმპიკოს" 1/4 დახურული იქნება.
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ -
LIVESCORE