კოკე: "პიკეს თემა ცოტა არ იყოს მომბეზრდა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კოკე: "პიკეს თემა ცოტა არ იყოს მომბეზრდა"


კოკე:
"ატლეტიკოსა" და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა, კოკემ განაცხადა, რომ ეროვნულ გუნდში 2018 წლის მუნდიალის შესარჩევი ეტაპის ეგიდით ალბანეთთან გასამართი მატჩის წინ შესანიშნავი ატმოსფეროა.

ჰავბეკის თქმით, ესპანელები მთლიანად მომავალ დაპირისპირებაზე არიან კონცენტრირებულები.

"ხალხის მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდით, ალიკანტეში ნაკრები ძალიან უყვართ. გუნდის შიგნით ატმოსფერო უცვლელია", - ციტირებს კოკეს სიტყვებს AS.

"ალბანეთთან გასამართ მატჩზე ვართ კონცენტრირებულები, რადგან გვინდა, რომ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა გავინაღდოთ".

"პიკე? ეს თემა ცოტა არ იყოს მომბეზრდა. პროფესიონალები ვართ და მხოლოდ თამაშზე ვართ კონცენტრირებულნი", - დასძინა "როხიბლანკოს" ერთ-ერთმა ლიდერმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები