ბაიერნი შეიძლება ვან გაალმა ჩაიბაროს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბაიერნი შეიძლება ვან გაალმა ჩაიბაროს


ბაიერნი შეიძლება ვან გაალმა ჩაიბაროს

"ბაიერნის" ხელმძღვანელობა გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლუი ვან გაალის დანიშვნის შესაძლობას განიხილავს, იუწყება Bild.

გერმანული გამოცემის თანახმად, ჰოლანდიელი სპეციალისტი ჩემპიონთა ლიგაზე მიუნხენელებსა და "პსჟ"-ს (0:3) შორის გამართულ მატჩს დაესწრო.

მოგეხსენებათ, კარლო ანჩელოტი "რეკორდმაისტერიდან" სწორედ ზემოთაღნიშნული შეხვედრის შემდეგ გაათავისუფლეს.

ცნობისთვის, ვან გაალს "ბაიერნში" უკვე უმუშავია (2009 წლიდან 2011 წლამდე). მისი ხელმძღვანელობით ბავარიელებმა გერმანიის ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი მოიგეს.

აქამდე, პრესაში დაიწერა, რომ "ბაიერნის" ახალი თავკაცი "ბარსელონას" ექს-მწვრთნელი, ლუის ენრიკე გახდება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები