მანჩესტერ იუნაიტედი რომას ნახევარმცველით ინტერესდება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მანჩესტერ იუნაიტედი რომას ნახევარმცველით ინტერესდება


მანჩესტერ იუნაიტედი რომას ნახევარმცველით ინტერესდება

"რომას" ნახევარმცველი, ლორენცო პელეგრინი შეიძლება "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდეს, იტყობინება Football Italia.

იტალიური გამოცემის თანახმად, "წითელი ეშმაკუნების" სკაუტები იტალიის ჩემპიონატის მე-7 ტურში "მილანთან" (2:0) გამართულ მატჩს დაესწრნენ, რათა იტალიელი ფეხბურთელის თამაში ეხილათ.

ცნობისთვის, აღნიშნულ შეხვედრაში 21 წლის ჰავბეკმა შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა აქტივში.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში საკლუბო დონეზე ყველა ტურნირზე ერთად პელეგრინიმ ექვსი მატჩი ჩაატარა და ორი ასისტი გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები