იუვენტუსი ტურამის უმცროსი შვილით ინტერესდება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

იუვენტუსი ტურამის უმცროსი შვილით ინტერესდება


იუვენტუსი ტურამის უმცროსი შვილით ინტერესდება

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ექს-მცველის, ლილიან ტურამის უმცროსმა შვილმა, ხეფრენმა კარიერა შეიძლება იტალიაში გააგრძელოს.

როგორც Tuttosport იტყობინება, "იუვენტუსი" 16 წლის ფრანგისადმი იჩენს ინტერესს, რომელიც "მონაკოს" ახალგაზრდულ გუნდში ნახევარმცველის პოზიციაზე ასპარეზობს.

აღინიშნება, რომ ტრანსფერი შეიძლება უახლოეს პერიოდში განხორციელდეს.

შეგახსენებთ, თავად ლილიან ტურამი "იუვენტუსში" 2001 წლიდან 2006 წლამდე ასპარეზობდა. მისი უფროსი შვილი, მარკუსი ამჟამად "გენგამის" ღირსებას იცავს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები