პულიშიჩი „ამერიკაში სურთ, რომ ახალი მესი გავხდე“ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

პულიშიჩი „ამერიკაში სურთ, რომ ახალი მესი გავხდე“


პულიშიჩი „ამერიკაში სურთ, რომ ახალი მესი გავხდე“

დორტმუნდის „ბორუსიას“ ამერიკელი ტალანტი, კრისტიან პულიშიჩი, აცხადებს, რომ სამშობლოში მასზე დიდ იმედებს ამყარებენ.

„ამერიკის ნაკრების ქომაგებს სურთ, რომ ახალი მესი გავხდე. ისინი ეძებენ ახალ ვარსკვლავსა და ფიგურას, რომელიც ამერიკულ ფეხბურთს საერთაშორისო დონეზე წარადგენს“ - აღნიშნა პულიშიჩმა.

კრისტიან პულიშიჩი დორტმუნდის „ბორუსიას“ პირველ გუნდში 2016 წლიდან ირიცხება და გასული სეზონის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა გახდა.

ამერიკის ეროვნული გუნდის რიგებში კი პულიშიჩს 2016 წლის მარტიდან 18 თამაშში 7 გოლი აქვს გატანილი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები