რობენი: "ანჩელოტიზე მსგავსი არაფერი მითქვამს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რობენი: "ანჩელოტიზე მსგავსი არაფერი მითქვამს"


რობენი:

მიუნხენის "ბაიერნის" ჰოლანდიელმა ვინგერმა, არიენ რობენმა, აღნიშნა, რომ პრესაში გავრცელებული მისი კომენტარი კარლო ანჩელოტიზე რეალობას არ შეესაბამება.

"ეს სრული სიცრუეა. ანჩელოტიზე მსგავსი არაფერი მითქვამს.

მე არასოდეს დამიმცირებია მწვრთნელი ან ფეხბურთელი, რომელიც გუნდში უკვე აღარ იმყოფება", - განაცხადა არიენ რობენმა.

რამდენიმე დღის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში რობენის ციტატა გამოაქვეყნა, რომელშიც ჰოლანდიელი 58 წლის იტალიელს დამამცირებლად მოიხსენიებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები