18 წლამდე ნაკრები პირველად შეიკრიბა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

18 წლამდე ნაკრები პირველად შეიკრიბა


18 წლამდე ნაკრები პირველად შეიკრიბა

მას შემდეგ რაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ასაკობრივი ნაკრებების ახალი სისტემა დანერგა, პირველად შეიკრიბა ახლადჩამოყალიბებული საქართველოს 18-წლამდე ნაკრები, რომლის მთავარი მწვრთნელიც გიორგი მიქაძეა.

18-წლამდელები სანაკრებო პაუზაზე ერთ ამხანაგურ მატჩსაც ჩაატარებენ _ 7 ოქტომბერს, 15 საათზე, ტექნიკურ ცენტრ ბასაზე ეროვნული ლიგა 2-ის ბინადარ ცხინვალს შეხვდებიან.

გიორგი მიქაძემ პირველ შეკრებაზე 22 ფეხბურთელი მიიწვია:

მეკარეები: გუჯა ახალკაცი (ავაზა), გიორგი მამარდაშვილი (დინამო თბ);

მცველები: ბექა ხარშილაძე, ფირუზ გაბიტაშვილი, ნიკოლოზ გაბელაია (ყველა დინამო თბ), გელა შენგელია (ავაზა), ცოტნე ფაცაცია (მერანი), თორნიკე ლაცაბიძე (გაგრა), სერგო არჩუაძე (თბილისი), ლუკა ჯაფარიძე (ლოკომოტივი);

ნახევარმცველები: სანდრო კვირიკაშვილი (ცხინვალი), ლუკა ჯანაშია, ზვიად გოგია, ლევან გრძელიძე (ყველა ლოკომოტივი), ლუკა კაკაბაძე (ავაზა), თორნიკე ჩაჩუა (სამტრედია);

თავდამსხმელები: შოთა შეყილაძე (ზესტაფონი), გიორგი გიორბელიძე, ლუკა ნიშნიანიძე (ორივე სამტრედია), ლუკა ხარძიანი, რევაზ ინჯგია, თემურ გაბუნია (ყველა ლოკომოტივი).

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები