ანჩელოტის ბიოგრაფი: "კარლო ბაიერნის პოლიტიკით ძალიან უკმაყოფილო იყო" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ანჩელოტის ბიოგრაფი: "კარლო ბაიერნის პოლიტიკით ძალიან უკმაყოფილო იყო"


ანჩელოტის ბიოგრაფი:
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი თავკაცის, კარლო ანჩელოტის, ბიოგრაფმა, კრის ბრეიდიმ, განაცხადა, რომ იტალიელი სპეციალისტი კლუბის პოლიტიკით ძალიან უკმაყოფილო იყო.

"კარლომ იცოდა, რომ ამ სეზონის შემდეგ "ბაიერნში" აღარ გაჩერდებოდა. ანჩელოტი ამას საჯაროდ არასოდეს იტყოდა, მაგრამ ის კლუბის პოლიტიკით ძალიან უკმაყოფილო იყო.

"ბაიერნის" ხელმძღვანელობამ მას მისცა გუნდი, რომელიც მაღალი მიზნებისთვის უბრალოდ ვერ იბრძოლებდა. ანჩელოტი პრაგმატისტია, რომელიც ყოველთვის მაღალი შედეგების დადებას ცდილობს, რეალობის გათვალისწინებით.

თუმცა რიბერი უკვე ორი წელია საერთაშორისო დონეზე ასპარეზობისთვის აღარ ვარგა და რობენსაც გარკვეული პრობლემები აქვს", - აღნიშნა კრის ბრეიდიმ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები