ტოჰირი: "იოზილი? შესაძლოა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ტოჰირი: "იოზილი? შესაძლოა"


ტოჰირი:
მილანის "ინტერის" პრეზიდენტი, ერიკ ტოჰირი, აცხადებს, რომ "ნერაძური" ზამთარში შემადგენლობის გაძლიერებას აპირებს.

"ჩვენ გუნდის გაძლიერების ალტერნატივას განვიხილავთ. "ინტერი" ახალი მოთამაშეების ძიებაშია. საბედნიეროდ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით კარგი სკაუტები გვყავს.

იოზილი? არ ვიცი რამდენად დატოვებს მესუტი "არსენალს" იანვარში, მაგრამ ლუჩიანო სპალეტიმ იცის როგორ უნდა გააძლიეროს გუნდი", - განაცხადა ტოჰირმა.

მილანური კლუბის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე მსოფლიო ჩემპიონი მესუტ იოზილია, რომელიც ახლა "არსენალში" თავს არც ისე კარგად გრძნობს.
ასევე იხილეთ თემაზე:
ინტერი ერიკ ტოჰირი მესუტ იოზილი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები