5 წელი და მესამე შვილი - სერხიო რამოსი ამჯერად გოგონას ელოდება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

5 წელი და მესამე შვილი - სერხიო რამოსი ამჯერად გოგონას ელოდება


5 წელი და მესამე შვილი - სერხიო რამოსი ამჯერად გოგონას ელოდება

ცნობილი ესპანური გამოცემა MARCA წერს, რომ სერხიო რამოსის მეუღლე პილარ რუბიო მესამე შვილზეა ფეხმძიმედ.

39 წლის ჟურნალისტი და 31 წლის ფეხბურთელი უკვე 5 წელია ერთად არიან და მათ ორი შვილი ჰყავთ.

პირველ შვილს რამოსმა თავისივე სახელი დაარქვა, სერხიო. ის უკვე 3 წლის არის. მეორე შვილი 2 წლის არის და მას მარკო ჰქვია.

ცნობილია, რომ რამოსის მესამე შვილი გოგონა იქნება.

შეგახსენებთ, რომ 27 აგვისტოს ფეხბურთელმა პილარ რუბიოსთან ურთიერთობის 5 წლისთავი აღნიშნა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები