ჰაინკესმა დაადასტურა, რომ ბაიერნისგან შეთავაზება მიიღო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჰაინკესმა დაადასტურა, რომ ბაიერნისგან შეთავაზება მიიღო


ჰაინკესმა დაადასტურა, რომ ბაიერნისგან შეთავაზება მიიღო

მიუნხენური კლუბის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, იუპ ჰაინკესმა, დაადასტურა, რომ "ბაიერნისგან" წინადადება მიიღო.

დღეს ავტორიტეტულმა გერმანულმა გამოცემამ, "Bild-მა", გაავრცელა, რომ "რეკორდმაისტერი" სეზონის ბოლომდე შესაძლოა 72 წლის გერმანელმა სპეციალისტმა ჩაიბაროს.

"ჯერ გარკვეული არაფერია, ვინაიდან ჯერ ყველაფრის გაანალიზება მჭირდება. მას შემდეგ, რაც "ბაიერნი" დავტოვე 4 წელიწად-ნახევარი გავიდა, ფეხბურთი შეიცვალა", - განმარტა იუპმა.

იუპ ჰაინკესი "ბაიერნს" სამ სხვადასხვა პერიოდში წვრთნიდა, ბოლოს კი მიუნხენურ გრანდს 2011-13 წლებში ავარჯიშებდა და 2012/13 წლების სეზონში გუნდს ტრებლი მოაგებინა, რის შემდეგაც პენსიაზე გავიდა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბაიერნი იუპ ჰაინკესი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები