იტალიის ნაკრებს რუგანი გამოაკლდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

იტალიის ნაკრებს რუგანი გამოაკლდა


იტალიის ნაკრებს რუგანი გამოაკლდა
ტურინის "იუვენტუსის" ახალგაზრდა ცენტრალური მცველი, დანიელე რუგანი, იტალიის ნაკრებს უახლოეს თამაშებში ვერ დაეხმარება.

23 წლის დანიელემ დაზიანება ეროვნული გუნდის ერთ-ერთ ვარჯიშზე მიიღო და მას თითის მოტეხილობა დაუდგინეს.

რუგანი მაკედონიასთან ხვალინდელ შეხვედრას აუცილებლად გამოტოვებს და სავარაუდოდ, იტალიის ნაკრებს ვერც 9 ოქტომბერს, ალბანეთის წინააღმდეგ, დაეხმარება.

დანიელე რუგანიმ იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 5 თამაშში მიიღო მონაწილეობა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები