დი კანიო: "ბორინი მილანის დონის ფეხბურთელი არ არის" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დი კანიო: "ბორინი მილანის დონის ფეხბურთელი არ არის"


დი კანიო:

ინგლისური "სანდერლენდის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, პაულო დი კანიომ, "მილანის" ცენტრალურ თავდამსხმელ ფაბიო ბორინიზე ისაუბრა.

"ფაბიოს კარგად ვიცნობ - მას "სანდერლენდში" ვავარჯიშებდი. ეს არის მოთამაშე, რომელთან ერთად მუშაობა სხვა გუნდებშიც შემეძლო. თუმცა ბორინი მხოლოდ იმ კლუბს თუ მოერგება, რომელიც გადარჩენისთვის იბრძვის.

ფაბიო მშრომელი ბიჭია, მაგრამ მისგან ბევრს ვერაფერს მოითხოვ. "სანდერლენდში" ჩვენ ადგილის შესანარჩუნებლად ვიბრძოდით, ახლა კი ის "მილანის" ძირითადში თამაშობს", - აღნიშნა დი კანიომ.

26 წლის იტალიელი შემტევი "მილანმა" ამ ზაფხულს "სანდერლენდიდან" იჯარის წესით დაიმატა და ბორინიმ ამ სეზონში უკვე 9 შეხვედრა ჩაატარა, რომლებშიც 1 ბურთი შეაგდო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები