ენდი მარეიმ მსოფლიოს საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ენდი მარეიმ მსოფლიოს საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა


ენდი მარეიმ მსოფლიოს საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, ენდი მარეიმ, მსოფლიოს საუკეთესო თერთმეტეეული საკუთარი გემოვნებით შეადგინა.

ცნობილია, რომ ბრიტანელ ჩოგბურთელს ფეხბურთი ძალიან უყვარს და თამაშებს ხშირად ადევნებს თვალს. ენდიმ დღესდღეობით მსოფლიოს უძლიერესი 11 ფეხბურთელი დაასახელა.

მარეის სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება: ჯანლუიჯი ბუფონი; დანი ალვეში, სერხიო რამოსი, ჯორჯო კიელინი, მარსელო; ტონი კროოსი, ნ'გოლო კანტე, ლუკა მოდრიჩი; პაულო დიბალა; კრიშტიანუ რონალდუ, ლიონელ მესი.

"წლის საუკეთესო მოთამაშე? უდავოდ კრიშტიანუ რონალდუ. მან ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო, თავად კი ამ ტიტულების მოსაპოვებლად უამრავი გოლი გაიტანა.

რაც შეეხება მთავარ მწვრთნელს, ზინედინ ზიდანის დაჩრდილვა ძალიან რთული იქნება, ვინაიდან მან ეროვნულ ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო, თანაც "რეალი" გახდა პირველი კლუბი, რომელმაც ჩემპიონთა თასის ტიტული ზედიზედ ორჯერ მოიგო.

მე და ჩემი მეგობრები თინეიჯერობის პერიოდში ძალიან ბევრ მატჩს ვუყურებდით", - განაცხადა ენდი მარეიმ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები