ლიოვი: "გერმანული კლუბების სუსტი გამოსვლა საგანგაშოა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლიოვი: "გერმანული კლუბების სუსტი გამოსვლა საგანგაშოა"


ლიოვი:

გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, იოახიმ ლიოვი, ბუნდესლიგის კლუბების ჩავარდნას გამოეხმაურა.

"იმედი მაქვს, რომ გერმანული კლუბების სუსტი გამოსვლა ევროთასებზე მხოლოდ დროებითი მოვლენაა, მაგრამ ორი აზრი არ არსებობს, რომ ეს საგანგაშოა.

ჯერ ნამდვილად ადრეა იმაზე საუბარი არის თუ არა ეს ზოგადი ტენდენცია. "ბაიერნსა" და დორტმუნდის "ბორუსიას" ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში გასვლის შანსები აქვთ ისე, როგორც ევროპა ლიგის მონაწილე გუნდებს", - აღნიშნა ლიოვმა.

გასულ უქმეებზე, ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, ექვსიდან ექვსივე გერმანული კლუბი დამარცხდა და ამის შედეგად უეფას რეიტინგში ბუნდესლიგას იტალიის სერი ა-მ გადაასწრო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები