ლევანდოვსკი პოლონეთის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი გახდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლევანდოვსკი პოლონეთის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი გახდა


ლევანდოვსკი პოლონეთის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი გახდა
პოლონეთის ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, სომხეთთან მიმდინარე თამაშში დუბლი გაიფორმა და ისტორიულ შედეგს მიაღწია.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ ტურში პოლონეთი სტუმრად სომხეთის ნაკრებს 3:1 ამარცხებს და რობერტმა პირველ ტაიმში ორი ბურთის გატანა მოახერხა.

29 წლის ფორვარდს ეროვნული გუნდის მაისურით 49 გოლი დაუგროვდა და პოლონეთის ნაკრების ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ლევანდოვსკიმ ვლოდჟიმერ ლუბანსკის რეკორდი მოხსნა, რომელმაც 1963-80 წლებში პოლონეთის ნაკრების რიგებში 48 გოლი გაიტანა.

რობერტ ლევანდოვსკი პოლონეთის ეროვნული გუნდის ღირსებას 2009 წლიდან იცავს და მას შემდეგ ნაკრების მაისური 90-ჯერ მოირგო.
ასევე იხილეთ თემაზე:
რობერტ ლევანდოვსკი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები