ატლეტიკო სტადიონზე ბარსელონას ფანებს არ შეუშვებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ატლეტიკო სტადიონზე ბარსელონას ფანებს არ შეუშვებს


ატლეტიკო სტადიონზე ბარსელონას ფანებს არ შეუშვებს

სანაკრებო პაუზის შემდეგ, პირველივე ტურში მადრიდის "ატლეტიკო" "ბარსელონას" მასპინძლობს.

მადრიდელები კატალონიურ გუნდს პირველად ახალ სტადიონზე, "ვანდა მეტროპოლიტანოზე" მიიღებენ.

ცნობილია, რომ "ატლეტიკომ" კატალონიური გუნდის ქომაგებს ბილეთები საერთოდ არ გამოუყო. ასევე, "ბარსელონას" ოფიციალურ ვებ-გვერდზეც, შეხვედრის ბილეთები არ დევს.

სავარაუდოა, რომ ეს ყველაფერი კატალონიის რეფერენდუმის გამო ხდება.

მადრიდში ფიქრობენ, რომ კატალონიელი ქომაგების ჩასვლა ესპანეთის დედაქალაქში უსაფრთხო არ იქნება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები