VIDEO: პაოლო მალდინის პოსტს კალაძეზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

VIDEO: პაოლო მალდინის პოსტს კალაძეზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა


VIDEO: პაოლო მალდინის პოსტს კალაძეზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა

გუშინ, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ნაციონალური მოძრაობის წევრმა რომან გოცირიძემ ისაუბრა.

ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ვარსკვლავების მატჩსაც შეეხო. რივალდომ, მალდინიმ, ძანეტიმ და სხვა ყოფილმა ფეხბურთელებმა ბორჯომის ტყის აღსადგენად, ამხანაგური მატჩი გამართეს.

შეხვედრის შემდეგ, სოციალურ ქსელში პაოლო მალდინიმ შემდეგი კომენტარი გააკეთა: "ლეგენდები, თბილისში კახაბერ კალაძისთვის."

ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე ამბობს, რომ ეს მატჩი კალაძის საარჩევნო პიარი იყო და არგუმენტად მალდინის პოსტი გამოიყენა.

მალდინის პოსტი
VIDEO: პაოლო მალდინის პოსტს კალაძეზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა

რომან გოცირიძის კომენტარი


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები