გუშინ გაიმართა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი ჩრდილო ირლანდიისა და გერმანიის ნაკრებებს შორის, რომელიც სტუმართა გამარჯვებით 1:3 დასრულდა.
შეხვედრის მიმდინარეობისას, უცნაური და სახალისო კადრი დაფიქსირდა. გამოჩნდა ოპერატორი, რომელიც შემდეგ კარლო ანჩელოტის მიამსგავსეს.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, იტალიელმა სპეციალისტმა მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.
ანჩელოტის თქმით, ის ამ სეზონში კარიერის განახლებას არ აპირებს და მომდევნო წელს დაუბრუნდება საქმიანობას.