კიელინი: "კრიტიკას ყურადღება არ უნდა მივაქციოთ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კიელინი: "კრიტიკას ყურადღება არ უნდა მივაქციოთ"


კიელინი:

იტალიის ეროვნული ნაკრების დაცვის ლიდერი, ჯორჯო კიელინი, მიიჩნევს, რომ "სკუადრა აძურამ" კრიტიკოსებს იგნორი უნდა გაუკეთოს.

"ეს ახალი გამოწვევაა, ვინაიდან მაკედონია საკმაოდ ორგანიზებული და კარგი გუნდია, ამიტომ იოლი მატჩი არ გველოდება.

მთელი თამაშის განმავლობაში სრული კონცენტრაცია გვჭირდება. მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა დარჩენის ალბათობა? ცხოვრებაში კარგი და ცუდი პერიოდები ყოველთვის არსებობს, ირგვლივ კი ხალხი ამაზე არაერთგვაროვან რეაქციას გამოხატავს.

მთავარია, რომ ჩვენ ამ ყველაფერს, კრიტიკას, არანაირი ყურადღება არ მივაქციოთ და საკუთარი საქმე გავაგრძელოთ", - განაცხადა გამოცდილმა იტალიელმა.

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის 8 ტურის შემდეგ იტალიის ნაკრები ჯგუფში მეორე პოზიციას იკავებს და ლიდერ ესპანეთს 3 ქულით ჩამორჩება. დღეს "სკუადრა აძურა" მაკედონიის ნაკრებს შეხვდება და სამი ქულა სჭირდება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები