ელ შაარავი მაკედონიასთან მატჩს გამოტოვებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ელ შაარავი მაკედონიასთან მატჩს გამოტოვებს


ელ შაარავი მაკედონიასთან მატჩს გამოტოვებს

"რომას" თავდამსხმელი, სტეფან ელ შაარავი, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ თამაშს გამოტოვებს.

იტალიის ეროვნული ნაკრების შემტევი მაკედონიის ეროვნულ გუნდთან დღევანდელ შეხვედრაში "სკუადრა აძურას" ვერ დაეხმარება.

იტალიური პრესის ინფორმაციით, 24 წლის ელ შაარავიმ გუნდის ერთ-ერთ ვარჯიშზე კუნთის დაზიანება მიიღო.

იტალია მაკედონიის ნაკრებს დრეს საღამოს საკუთარ მოედანზე მიიღებს. მატჩი ჩვენი დროით 22:45 საათზე დაიწყება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები