ინიესტა ახალ კონტრაქტზე: "ჩემსა და კლუბს შორის არანაირი პრობლემა არ ყოფილა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ინიესტა ახალ კონტრაქტზე: "ჩემსა და კლუბს შორის არანაირი პრობლემა არ ყოფილა"


ინიესტა ახალ კონტრაქტზე:

ოფიციალურად დადასტურდა, რომ კატალონიის "ბარსელონას" ესპანელი ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა ამ გუნდში კარიერის ბოლომდე დარჩება.

ახალ კონტრაქტზე ხელის მოწერის შემდეგ, ინიესტამ პირველი კომენტარი გააკეთა.

"სანამ კონტრაქტს ხელს მოვაწერდი, ჩემსა და კლუბს შორის არანაირი პრობლემა არ ყოფილა და ყველაფერი მარტივად მოხდა.

ადრე თუ გვიან, ეს უნდა მომხდარიყო. ბედნიერი ვარ, რომ ამ კვლავ ამ კლუბში ვითამაშებ", - აცხადებს ინიესტა.

შეგახსენებთ, რომ 33 წლის ფეხბურთელს "ბარსელონასთან" ერთად უკვე ყველა შესაძლო ტიტული აქვს მოგებული.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები