იუვენტუსი: ლაციოს წინააღმდეგ 8 ფეხბურთელის გარეშე » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

იუვენტუსი: ლაციოს წინააღმდეგ 8 ფეხბურთელის გარეშე


იუვენტუსი: ლაციოს წინააღმდეგ 8 ფეხბურთელის გარეშე

ტურინის "იუვენტუსს" საკმაოდ სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს და ეროვნული ჩემპიონატის მომდევნო ტურში 8 წამყვანი მოთამაშე დააკლდება.

სანაკრებო პაუზის შემდეგ, უკვე მომდევნო უქმეებზე, "ბებერი ქალბატონი" სერია ა-ს ეგიდით საკუთარ მოედანზე რომის "ლაციოს" მიიღებს.

"არწივების" წინააღმდეგ "იუვენტუსს" ბენედიკტ ჰიოვედესი, მატია დე შილიო, სემი ხედირა, კლაუდიო მარკიზიო, მირალემ პიანიჩი და მარკო პიაცა აუცილებლად ვერ დაეხმარებიან.

ეროვნული ნაკრების თამაშების დროს კი დაზიანებები ანდრეა ბარძალიმ და მარიო მანჯუკიჩმა მიიღეს. მათი გამოჯანმრთელების ზუსტი ვადები უცნობია, მაგრამ იტალიური პრესის ინფორმაციით, მარიოსა და ანდრეას თამაში მომავალ კვირას საეჭვოა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები