ბარსელონამ თვალი მარტიალს დაადგა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბარსელონამ თვალი მარტიალს დაადგა


ბარსელონამ თვალი მარტიალს დაადგა

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, ანტონი მარტიალი შეიძლება "ბარსელონაში" გადავიდეს, იუწყება ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Mundo Deportivo.

არსებული ინფორმაციით, 21 წლის ფეხბურთელი უკმაყოფილოა იმ სათამაშო დროის ოდენობით, რამდენსაც "წითელი ეშმაკუნების" რიგებში იღებს და არ არის გამორიცხული, გუნდი დატოვოს.

გარდა ამისა, აღინიშნება, რომ ფრანგით "არსენალიც" ინტერესდება.

შეგახსენებთ, ამ სეზონში საკლუბო დონეზე ყველა ტურნირზე ერთად მარტიალმა ცხრა მატჩი ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი პასიც ჩაიწერა აქტივში.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები