სტრაჩანი: "გენეტიკის ბრალია, რომ ჩავრჩით - ესპანეთის შემდეგ ყველაზე დაბლები ვართ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სტრაჩანი: "გენეტიკის ბრალია, რომ ჩავრჩით - ესპანეთის შემდეგ ყველაზე დაბლები ვართ"


სტრაჩანი:

გუშინ, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში შოტლანდიის ნაკრები სლოვენიის ნაკრებს დაუპირისპირდა და შეხვედრა ფრედ 2:2 დაასრულა.

შოტლანდიამ სლოვაკეთის მსგავსად 18 ქულა დააგროვა, თუმცა ბურთების შეფარდების გამო ვერ მოხვდა ფლეი ოფში.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გორდონ სტრაჩანმა მუნდიალზე ვერ გასვლა გენეტიკას დააბრალა. ორივე გოლის ეპიზოდის დროს შოტლანდიელებმა საჰაერო ბრძოლა წააგეს და სტრაჩანი ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი დაბალი ფეხბურთელების ბრალია.

"რაც ვიცი ისაა, რომ ეს ყველაფერი გენეტიკის ბრალია, ამიტომ ვართ სლოვაკეთზე უკან.

შესარჩევ ციკლში შოტლანდიას ესპანეთის შემდეგ ყველაზე დაბალი მოთამაშეებისგან დაკომპლექტებული გუნდი ჰყავს. სამწუხაროდ, გენეტიკის შეცვლა არ შეგვიძლია", - განაცხადა სტრაჩანმა.

გავიხსენოთ ლევან მჭედლიძის თავური გოლი შოტლანდიის კარში.



ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები