ბარსელონა ორი სუპერვარსკვლავის შეძენას გეგმავს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბარსელონა ორი სუპერვარსკვლავის შეძენას გეგმავს


ბარსელონა ორი სუპერვარსკვლავის შეძენას გეგმავს

ესპანური პრესის ინფორმაციით, ცნობილია იმ ფეხბურთელთა ვინაობა, რომელთა შეძენასაც "ბარსელონა" უახლოეს სატრანსფერო ფანჯარაზე ეცდება.

კატალონიური გრანდის პრიორიტეტი "ატლეტიკოს" ფორვარდი, ანტუან გრიზმანია, გარდა ამისა, "ლურჯ-ბროწეულისფრები" "ტოტენჰემის" ნახევარმცველის, დელე ალის თაობაზეც გააკეთებენ შეთავაზებას.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ "ბარსას" ფრანგი ფეხბურთელის დამატება რუსეთში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების წინ უნდა.

ამ სეზონში 26 წლის გრიზმანმა ლა ლიგაში 5 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა. 21 წლის ინგლისელის ანგარიშზე პრემიერ ლიგაში გამართული 7 შეხვედრა, გატანილი ორი გოლი და გაკეთებული ორი შედეგიანი გადაცემაა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები