რატომ ჩაიშალა 1995 წელს მანჩესტერში ზიდანის ტრანსფერი? - "ფერგიუსონი საფრანგეთში იყო ჩასული" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რატომ ჩაიშალა 1995 წელს მანჩესტერში ზიდანის ტრანსფერი? - "ფერგიუსონი საფრანგეთში იყო ჩასული"


რატომ ჩაიშალა 1995 წელს მანჩესტერში ზიდანის ტრანსფერი? -

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა პრეზიდენტმა, მარტინ ედვარდსმა განაცხადა, რომ 1995 წელს ზინედინ ზიდანი ინგლისურ კლუბში გადასვლასთან ახლოს იყო.

თუმცა, მისი თქმით, მანიკუნიანელთა მთავარი მწვრთნელი, ალექს ფერგიუსონი "ბორდოს" ნახევარმცველსა და ერიკ კანტონას ერთ პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელებად განიხილავდა.

"როცა ზიდანი "ბორდოში" თამაშობდა, ჩვენმა მთავარმა სკაუტმა, ლეს კერშოუმ თქვა, რომ მას უნდა დავკვირვებოდით", - ციტირებს ედვარდსის სიტყვებს Sky Sports.

"ამის შესახებ ალექსს ვუთხარი. აღნიშნა, რომ ერიკი მას ზიდანზე დაელაპარაკა, თუმცა ფერგიუსონი მათ ერთი პოზიციის ფეხბურთელებად მიიჩნევდა".

"როცა ალექსი საფრანგეთში ჩავიდა, რათა კანტონას კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმებოდა (მოლაპარაკებები მაშინ მიმდინარეობდა, როცა ფეხბურთელი 8-თვიანი დისკვალიფიკაციით იყო დასჯილი). ჩათვალა, რომ თუ ზიდანს მოიყვანდა გუნდში, ამით კანტონას პოზიციებს დაასუსტებდა. საბოლოო ჯამში, ერიკის დატოვება გადაწყვიტა", - დასძინა "წითელი ეშმაკუნების" ყოფილმა ხელმძღვანელმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები