პსჟ დე ხეას უმიზნებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

პსჟ დე ხეას უმიზნებს


პსჟ დე ხეას უმიზნებს

"პსჟ" ინტერესს "მანჩესტერ იუნაიტედის" გოლკიპერ დავიდ დე ხეასადმი იჩენს, იუწყება Sun.

გარდა ამისა, პარიზელთა ხელმძღვანელები "ჩელსისა" და "მილანის" გოლკიპერების, ტიბო კურტუასა და ჯანლუიჯი დონარუმას ვარიანტებსაც განიხილავენ.

შეგახსენებთ, დე ხეას "ემიუსთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2018/19 წლების სეზონის ბოლოს ეწურება.

პრესის ინფორმაციით, ესპანელი გოლკიპერი მანიკუნიანელებთან ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

რაც შეეხება კურტუას, ბელგიელს "ჩელსისთან" თანამშრომლობის ვადა ასევე 2019 წლის ზაფხულში ეწურება, დონარუმას კი "როსონერისთან" 2020/21 წლების სეზონის ბოლომდე აქვს გაფორმებული კონტრაქტი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები