ჩანი: "იუვენტუსის ინტერესი ჩემთვის პატივია, თუმცა ლივერპულზე ვარ კონცენტრირებული" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჩანი: "იუვენტუსის ინტერესი ჩემთვის პატივია, თუმცა ლივერპულზე ვარ კონცენტრირებული"


ჩანი:

"ლივერპულის" ნახევარმცველმა, ემრე ჩანმა განაცხადა, რომ "იუვენტუსის" ინტერესი სიამოვნებს.

ჰავბეკის თქმით, მისი მომავლის საკითხით აგენტია დაკავებული, თავად კი მერსისაიდელთა რიგებში თამაშზეა კონცენტრირებული.

აქამდე არსებული ინფორმაციით, ჩანი "იუვენტუსს" ხუთწლიანი კონტრაქტის პირობებზე შეუთანხმდა. გარდა ამისა, ისიც იწერებოდა, რომ ნახევარმცველი ტურინელების რიგებს მომავალ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

"ასეთი ცნობილი კლუბის მხრიდან ინტერესი ჩემთვის პატივია. თუმცა, ამ ეტაპზე "ლივერპულში" თამაშზე ვარ კონცენტრირებული. ყველა დანარჩენით ჩემი აგენტია დაკავებული", - ციტირებს ჩანის სიტყვებს Kicker.

"პრემიერ ლიგა შესანიშნავი ტურნირია, ყველაზე საინტერესო მსოფლიოში. თუმცა, სხვა დიდ კლუბებსა და ჩემპიონატებს პატივისცემით უნდა მოვეპყრათ".

შეგახსენებთ, ჩანი მერსისაიდელთა ღირსებას 2014 წლიდან იცავს. ამ სეზონში მან 9 მატჩი ჩაატარა და ორი გოლის გატანა მოახერხა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები