სანია შესაძლოა ლესტერში ვიხილოთ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სანია შესაძლოა ლესტერში ვიხილოთ


სანია შესაძლოა ლესტერში ვიხილოთ

"ლესტერი" მცველ ბაკარი სანიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომელიც ამჟამად თავისუფალი აგენტია, იუწყება Manchester Evening News.

35 წლის ფრანგს "მელიები" დენი სიმპსონის შემცვლელად განიხილავენ.

აქამდე არსებული ინფორმაციით, სანიასადმი ინტერესს "ბენფიკა", "სპორტინგი", "მილანი" და "ინტერიც" იჩენენ.

შეგახსენებთ, სანია ბოლოს "მანჩესტერ სიტიში" ირიცხებოდა, სადაც გასული სეზონის ბოლომდე ითამაშა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები