ბრაზილიელები ითხოვენ, რომ მათმა ნაკრებმა ჩილესთან წააგოს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბრაზილიელები ითხოვენ, რომ მათმა ნაკრებმა ჩილესთან წააგოს


ბრაზილიელები ითხოვენ, რომ მათმა ნაკრებმა ჩილესთან წააგოს

ბრაზილიის ნაკრების ქომაგები ითხოვენ, რომ მათმა საყვარელმა ნაკრებმა ჩილეს ნაკრებთან მატჩი დათმოს.

ამის მიზეზი კი ისაა, რომ არგენტინა მუნდიალის გარეშე დარჩეს.

ბოლო ტურში, თუ ჩილე მოიგებს და კოლუმბია პერუს შორის გამართული შეხვედრა ფრედ არ დასრულდება, არგენტინა ავტომატურად 4-ეულის მიღმა დარჩება და მხოლოდ მე-5 ადგილისთვის ბრძოლის შანსი ექნება. მე-5 ადგილი ფლეი ოფში გავა და ახალ ზელანდიას შეხვდება.

ამრიგად, ბრაზილიელებს სურთ, რომ მათი კონკურენტი ნაკრები, არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩეს.

სოციალურ ქსელებში ისინი აქტიურად წერენ, რომ მათმა ნაკრებმა შეხვედრა უნდა დათმოს.

ბოლო ტურის მატჩები
11 ოქტომბერი, 03:30 - ბრაზილია - ჩილე
11 ოქტომბერი, 03:30 - ეკვადორი - არგენტინა
11 ოქტომბერი, 03:30 - პერუ - კოლუმბია
11 ოქტომბერი, 03:30 - ურუგვაი - ბოლივია
11 ოქტომბერი, 03:30 - პარაგვაი - ვენესუელა

ბრაზილიელები ითხოვენ, რომ მათმა ნაკრებმა ჩილესთან წააგოს

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები