ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელი მამლების ჩხუბის გამო დააკავეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელი მამლების ჩხუბის გამო დააკავეს


ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელი მამლების ჩხუბის გამო დააკავეს

"ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი ფაბიო როშემბაკი ბრაზილიის პოლიციამ დააპატიმრა.

35 წლის ბრაზილიელი მშობლიურ ქალაქ პალმერში არალეგალურ საქმიანობას ეწეოდა, კერძოდ კი მამლების ჩხუბს აწარმოებდა. ამავდროულად ის მაყურებლებისგან ფსონებს იღებდა და ამით თანხასაც გამოიმუშავებდა.

შეგახსენებთ, რომ როშემბაკს მსგავსი პრობლემა 2011 წელსაც ჰქონდა. მაშინ სამართალდამცავებმა მისი სახლი გაჩხრიკეს, სადაც უამრავი მამალი იპოვნეს.

გაცნობებთ, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი "ბარსელონაში" 2000-2005 წლებში თამაშობდა, მანამდე კი "ინტერის" ღირსებას იცავდა.

ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელი მამლების ჩხუბის გამო დააკავეს

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები