დი ფრანჩესკო: "ნაპოლისთან მატჩი გადამწყვეტი იქნება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დი ფრანჩესკო: "ნაპოლისთან მატჩი გადამწყვეტი იქნება"


დი ფრანჩესკო:

"რომას" მთავარი მწვრთნელი, ეუსებიო დი ფრანჩესკო, მიიჩნევს, რომ იტალიის სერია ა-ს მომდევნო ტურის ცენტრალური მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია.

"შაბათის თამაშს "ნაპოლისთან" განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება. ეს ფლეი-ოფი არ არის, მაგრამ გადამწყვეტი შეხვედრაა. სწორედ იქ გამოჩნდება თუ ვის აქვს სკუდეტოს მოგების რეალური ამბიციები.

ახლა სარის "ნაპოლი" განსხვავებულ, უფრო შეტევაზე და სწრაფ ფეხბურთზე ორიენტირებულ თამაშს აჩვენებს. ბოლო ორი წლის განმავლობაში მან გუნდი იდეალურად შეკრა და ახლა მოთამაშეებს ერთმანეთის თვალდახუჭული ესმით", - აღნიშნა ეუსებიომ.

7 ტურის შემდეგ ეროვნულ ჩემპიონატს 21 ქულით "ნაპოლი" ლიდერობს, შემდეგ კი 19-19 ქულით "იუვენტუსი" და "ინტერი" მოდიან, 16 ქულა აქვს "ლაციოს", ხოლო "რომას" 15 ქულა და ერთი მატჩი რეზერვში.

"რომასა" და "ნაპოლის" დაპირისპირება 14 ოქტომბერს, ამ შაბათს, "სტადიო ოლიმპიკოზე" გაიმართება.
ასევე იხილეთ თემაზე:
რომანაპოლი ეუსებიო დი ფრანჩესკო

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები