რანიერი: „იტალიის ნაკრებს ბალოტელი სჭირდება“ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რანიერი: „იტალიის ნაკრებს ბალოტელი სჭირდება“


რანიერი: „იტალიის ნაკრებს ბალოტელი სჭირდება“

„ნანტის“ მთავარი მწვრთნელი, კლაუდიო რანიერი, მიიჩნევს, რომ იტალიის ეროვნულ ნაკრებს მარიო ბალოტელი ესაჭიროება.

„ვფიქრობ, ვენტურა მარიოს აკვირდება. ბალოტელი როგორც იქნა აჩვენებს, რომ ფასეული მოთამაშეა.

იმედი მაქვს, ის ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებას მოახერხებს, ვინაიდან მარიო კარგი მოთამაშეა და იტალიის ნაკრებს სჭირდება“, - განაცხადა რანიერიმ.

27 წლის ფორვარდს იტალიის ნაკრების რიგებში 2014 წლის შემდეგ არ უთამაშია და გამოძახებაც კი არ მიუღია.

მიმდინარე სეზონი მარიომ კარგად დაიწყო და „ნიცას“ რიგებში“ ჩატარებულ 9 თამაშში 7 ბურთის გატანა მოახერხა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები