ნაპოლის კიეზას დამატება სურს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ნაპოლის კიეზას დამატება სურს


ნაპოლის კიეზას დამატება სურს

„ფიორენტინას“ უნივერსალური მცველი, ფედერიკო კიეზა, „ნაპოლის“ ინტერესის ქვეშ მოექცა.

ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა, დაადასტურა, რომ „ცისფრებმა“ ფლორენციულ კლუბს წინადადებით მიმართეს, მაგრამ საბოლოო პასუხი ჯერ არ მიუღიათ.

„ფიორენტინას“ კიეზას თაობაზე დაახლოებით 20 დღის წინ შევეხმიანეთ, მაგრამ ფასთან დაკავშირებით პასუხი ჯერ კიდევ არ მიგვიღია“, - აღნიშნა დე ლაურენტისმა.

19 წლის უნიჭიერესი იტალიელი მიმდინარე სეზონში ფანტასტიკურად გამოიყურება და სერია ა-ს საწყის 6 თამაშში 2 ბურთის გატანა მოახერხა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები