პორტუგალიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს [VIDEO] » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

პორტუგალიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს [VIDEO]


პორტუგალიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს [VIDEO]

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის უკანასკნელი დღის ცენტრალურ შეხვედრაში პორტუგალიის ნაკრებმა ლისაბონში შვეიცარია დაამარცხა და ჯგუფი პირველ ადგილზე დაასრულა.

"სელესაომ" შვეიცარია 2:0 დაამარცხა. პირველი ტაიმის ბოლოს იოჰან ჯურუმ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, მეორე ტაიმის დასაწყისში კი მეორე გოლი ანდრე სილვამ გაიტანა.

ფერნანდუ სანტუშის გუნდმა შვეიცარიის ეროვნულ ნაკრებს ბურთების უკეთესი სხვაობით აჯობა და რუსეთის პირდაპირი საგზური მოიპოვა.

ამავე ჯგუფში უნგრეთის ნაკრებმა შინ ფარერები 1:0 დაამარცხა და მესამე პოზიცია დაიკავა. ლატვიამ კი შინ აუტსაიდერი ანდორის ნაკრები 4:0 გაანადგურა.

პორტუგალიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს [VIDEO]

პორტუგალია 2:0 შვეიცარია

გოლები: 1:0 - ჯურუ (41' ავტოგოლი), 2:0 - ანდრე სილვა (57').

შემადგენლობები

პორტუგალია: რუი პატრისიო; სედრიკი, პეპე, ფონტე, ელიზეუ (ანტუნეში 68'); ჟოაო მარიო (ფერეირა 91'), მოუტინიო, ვილიამ კარვალიო, ბერნარდუ სილვა; ანდრე სილვა (ანდრე გომეში 75'), რონალდუ.

შვეიცარია: ზომერი; ლიხშტაინერი, შერი, ჯურუ, რ.როდრიგესი; ფროილერი (ზაქარია 46'), ჯემაილი (ცუბერი 66'), ჯაკა; შაქირი, სეფეროვიჩი, მეჰმედი (ემბოლო 66').

მიმოხილვა


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები