მესი: "არგენტინა რომ მუნდიალზე ვერ გასულიყო, სრული სიგიჟე იქნებოდა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მესი: "არგენტინა რომ მუნდიალზე ვერ გასულიყო, სრული სიგიჟე იქნებოდა"


მესი:
არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა ლეო მესიმ ეკვადორთან მოგებული 3:1 მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ვრცლად ისაუბრა.

"ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ სასურველი შედეგი დაგვეფიქსირ​ებინა. მოედანზე სწრაფად ვმოძრაობდით და ვცდილობდით, რაც შეიძლება მეტი მომენტი შეგვექმნა.

ყველაფერი კარგად დასრულდა. არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა და იმედია, ასეთ ტემპში გავაგრძელებთ თამაშს.

მეშინოდა, არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატზე რომ ვერ გასულიყო, რადგან ეს სრული სიგიჟე იქნებოდა.

დღ​ე, რომელიც წარმატებულად დასრულდა, მთელი არგენტინისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო", - აცხადებს მესი.

არგენტინის ნაკრებმა სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილი დაიკავა და მხოლოდ ურუგვაისა და ბრაზილიას ჩამორჩა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები