მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრების გასვლაზე განცხადება სუარესმაც გააკეთა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრების გასვლაზე განცხადება სუარესმაც გააკეთა


მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრების გასვლაზე განცხადება სუარესმაც გააკეთა

"ბარსელონასა" და ურუგვაის ნაკრების თავდამსხმელი, ლუის სუარესი თანაგუნდელ ლიონელ მესის გამო გახარებულია.

მოგეხსენებათ, "ალბისელესტეს" კაპიტანმა ნაკრები 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე გაიყვანა.

დასკვნით მატჩში ლეოს გუნდმა ეკვადორი (3:1) დაამარცხა, თავად მესიმ კი ჰეთ თრიქი გაიფორმა. ამ შედეგის წყალობით არგენტინელებმა სამხრეთ ამერიკის საკვალიფიკაციო ეტაპზე მესამე ადგილი დაიკავეს.

"მე და მესი მეგობრები ვართ. რთული იქნებოდა მსოფლიო ჩემპიონატის ხილვა მის გარეშე", - ციტირებს სუარესის სიტყვებს Sport.es.

"არგენტინის ნაკრების თამაში ამტკიცებს იმას, თუ რამდენად რთულია სამხრეთ ამერიკის შესარჩევი ეტაპი. არგენტინა ერთი ნაბიჯში იყო მუნდიალის გამოტოვებასთან".

შეგახსენებთ, რუსეთში გასამართი მუნდიალი 14 ივნისიდან 15 ივლისამდე ჩატარდება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები