ვიდალმა სანაკრებო კარიერა დაასრულა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვიდალმა სანაკრებო კარიერა დაასრულა


ვიდალმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

მიუნხენის "ბაიერნის" საყრდენმა ნახევარმცველმა, არტურო ვიდალმა, საერთაშორისო კარიერა დაასრულა.

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ჩილეს ნაკრებმა მე-6 ადგილზე დაასრულა და მუნდიალს მიღმა დარჩა, რასაც არტუროს ეს გადაწყვეტილება მოჰყვა.

30 წლის სამხრეთ ამერიკელმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში, ინსტაგრამის გვერდზე, გაავრცელა.

"დიდი მადლობა ყველაფრისთვის. მთელი ამ წლების განმავლობაში მინდორზე თავი არასოდეს დამიზოგავს. გულის სიღრმეში ვწუხვარ, მაგრამ ამ ბიჭებითა და მწვრთნელით ვამაყობ", - დაწერა არტურომ.

არტურო ვიდალი ჩილეს ეროვნული გუნდის ღირსებას 2007 წლის თებერვლიდან იცავდა და 95 მატჩში 23 ბურთის გატანა მოახერხა. 2015 და 2016 წლებში ის კოპა ამერიკის გამარჯვებული გახდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები