ზამერს სჯერა, რომ კიოლნი ბუნდესლიგაში დარჩება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ზამერს სჯერა, რომ კიოლნი ბუნდესლიგაში დარჩება


ზამერს სჯერა, რომ კიოლნი ბუნდესლიგაში დარჩება

მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი სპორტული დირექტორი, მატიას ზამერი, მიიჩნევს, რომ "კიოლნი" მიმდინარე სეზონში გერმანიის ჩემპიონატიდან არ გავარდება.

"პიტერ შტიოგერმა ბოლო წლებში დიდებული სამუშაო შეასრულა და მას საკუთარი თავი ჯერ კიდევ არ ამოუწურავს.

მჯერა, რომ "კიოლნი" კლაუდიო პისაროსთან ერთად, რომელიც მეტოქის საჯარიმოში კვლავ ძალიან სახიფათოა, ბუნდესლიგაში ადგილს შეინარჩუნებს", - განაცხადა 50 წლის გერმანელმა.

"თხებმა" მიმდინარე სეზონი ცუდად დაიწყეს და საწყის 7 ტურში ერთადერთი ქულა მოიპოვეს. სექტემბრის ბოლოს კი "კიოლნმა" 39 წლის პერუელი ფორვარდი დაიმატა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები