ფიგუ უეფას მრჩეველი გახდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ფიგუ უეფას მრჩეველი გახდა


ფიგუ უეფას მრჩეველი გახდა

ლეგენდარული პორტუგალიელი ვინგერი, ლუიშ ფიგუ, უეფას სტრუქტურაში შევიდა და ორგანიზაციის მრჩეველი გახდა.

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის ოფიციალური ვებ-საიტი იუწყება, რომ კატალონიის "ბარსელონასა" და მადრიდის "რეალის" ყოფილ მოთამაშეს უეფას პრეზიდენტ ალექსანდრ ჩეფერინთან აქტიური ურთიერთობა ექნება, იმუშავებს უეფას მიერ გასამართი ღონისძიებების ორგანიზებაზე, იზრუნებს ფეხბურთის პოპულარიზაციასა და უეფას კეთილდღეობაზე.

"საჭირო გამოცდილება უკვე მივიღე და ვფიქრობ, რომ ამ თანამდებობისთვის მზად ვარ. ფეხბურთი მუდმივად იცვლება. მოხარული ვარ, რომ ამ პროცესში ვიქნები ჩართული, რისთვისაც ალექსანდრ ჩეფერინს დიდ მადლობას ვუხდი", - განაცხადა ფიგუმ.

44 წლის პორტუგალიელმა კარიერა კარიერა 2009 წელს დაასრულა და 2015 წელს ფიფას არჩევნებშიც მიიღო მონაწილეობა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ლუიშ ფიგუ

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები