ჰაინკესი: "ოპტიმისტურად ვარ განწყობილი" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჰაინკესი: "ოპტიმისტურად ვარ განწყობილი"


ჰაინკესი:

მიუნხენის "ბაიერნის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, იუპ ჰაინკესმა, განაცხადა, რომ მოახლოვებული თამაშების წინ ოპტიმისტურ განწყობაზეა.

"პოზიტიურ განწყობას ვგრძნობ და ვფიქრობ, გუნდში საკმაოდ კარგი ატმოსფეროა. მომდევნო თამაშებში კარგ შედეგებს ველი", - განაცხადა 72 წლის გერმანელმა.

იუპ ჰაინკესი "რეკორდმაისტერს" გასულ კვირაში დაუბრუნდა და 58 წლის იტალიელი სპეციალისტი, კარლო ანჩელოტი, შეცვალა. იუპი გუნდს სეზონის ბოლომდე უხელმძღვანელებს.

"ბაიერნი" შაბათს შინ "ფრაიბურგს" დაუპირისპირდება, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგაზე გლაზგოს "სელტიკს" შეხვდება.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბაიერნი იუპ ჰაინკესი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები