რა მდგომარეობაშია ტრავმირებული დემბელე? - ფრანგის ექიმმა განცხადება გააკეთა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რა მდგომარეობაშია ტრავმირებული დემბელე? - ფრანგის ექიმმა განცხადება გააკეთა


რა მდგომარეობაშია ტრავმირებული დემბელე? - ფრანგის ექიმმა განცხადება გააკეთა
ექიმმა, საკარი ორავამ განაცხადა, რომ "ბარსელონას" თავდამსხმელის, უსმან დემბელეს აღდგენითი პროცესები გეგმის მიხედვით მიდის.

მოგეხსენებათ, ფრანგმა ფეხბურთელმა სერიოზული ტრავმა ესპანეთის ჩემპიონატის ეგიდით "ხეტაფესთან" (2:1) გამართულ მატჩში მიიღო.

სპეციალისტთა პროგნოზით, 20 წლის შემტევი ლაზარეთში ოთხ თვემდე დარჩება.

"ამ მომენტში დემბელეს აღდგენითი პროცესები კარგად მიმდინარეობს", - ციტირებს ორავას სიტყვებს Mundo Deportivo.

"დოქტორ პრუნასთან, რომელიც ფრანგის მდგომარეობაზე ინფორმაციას მაწვდის, მუდმივ კონტაქტში ვარ. ამ ეტაპზე, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის".

"იგი, როგორც მისი ასაკის ყველა ახალგაზრდა ბიჭი, ძალიან ოპტიმისტურადაა განწყობილი, თუმცა სიფრთხილეა საჭირო".

"შეიძლება, პრობლემა ახალგაზრდობაშია, რადგან არ უთქვამს, რომ აღნიშნულ მიდამოში დისკომფორტს გრძნობდა. ტრავმაზე შეიძლება იმ ზეწოლასაც ექონია გავლენა, რამაც მასზე "ბარსელონაში" გადასვლის შემდეგ იმოქმედა", - დასძინა ექიმმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები