დანი ალვეში: "თუ სანჩესი პსჟ-ში გადმოვა, მისთვის უმჯობესი იქნება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დანი ალვეში: "თუ სანჩესი პსჟ-ში გადმოვა, მისთვის უმჯობესი იქნება"


დანი ალვეში:
"პსჟ"-ს ბრაზილიელი მცველი დანი ალვეში ჩილელ თავდამსხმელს, ალექსის სანჩესს პარიზულ გუნდში იხმობს.

"სანჩესი ძალიან კარგი ფეხბურთელია და მან ეს ბევრჯერ დაამტკიცა. ალექსისთან ერთად ბარსელონაში მაქვს ნათამაშები.

ვიცი, რომ სანჩესის შეძენა რამდენიმე კლუბს სურს, თუმცა უმჯობესი იქნება, თუ ის პსჟ-ში მოვა, რადგან გუნდს წინსვლაში დაეხმარება", - აცხადებს ალვეში.

შეგახსენებთ, რომ ალვეშის ბრაზილიამ სანჩესის ჩილე 3:0 დაამარცხა და ჩილელები მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დატოვა.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები