მანჩინი იმედოვნებს, რომ მილანური კლუბები ჩემპიონთა ლიგაზე მოხვდებიან » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მანჩინი იმედოვნებს, რომ მილანური კლუბები ჩემპიონთა ლიგაზე მოხვდებიან


მანჩინი იმედოვნებს, რომ მილანური კლუბები ჩემპიონთა ლიგაზე მოხვდებიან
მილანის "ინტერის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ, მილანურ დერბიზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ჩემპიონთა ლიგის ზონაში ორივე კლუბი შეაღწევს.

"პროგნოზების გაკეთება არ მინდა, უბრალოდ მსურს, რომ "ინტერმა" კარგად ითამაშოს. "ნერაძურიმ" სეზონი კარგად დაიწყო. მათ შემადგენლობაში უფრო ნაკლები ცვლილებაა, ვიდრე "მილანში", ამიტომაც მოთამაშეები ერთმანეთს კარგად იცნობენ.

"როსონერის" კი ცოტა დრო სჭირდება, მათ სატრანსფერო ბაზარზე კარგად იმუშავეს. იმედი მაქვს, ჩემპიონთა ლიგაზე ორივე კლუბი მოხვდება", - განაცხადა მანჩინიმ.

იტალიის ჩემპიონატის საწყისი 7 ტურის შემდეგ "ინტერი" 19 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება, "მილანს" კი 12 ქულა აქვს მოგროვებული და ჯერ მხოლოდ მე-7 ადგილით კმაყოფილდება.
ასევე იხილეთ თემაზე:
მილანიინტერი რობერტო მანჩინი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები