ტურის ცენტრალური მატჩი თბილისური დერბია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ტურის ცენტრალური მატჩი თბილისური დერბია


ტურის ცენტრალური მატჩი თბილისური დერბია
სანაკრებო პაუზის შემდეგ გრძელდება ეროვნული ლიგა, რომლის 28-ე ტური საინტერესო უნდა გამოდგეს.

13 ოქტომბერი

ჩიხურა-სამტრედია
თბილისი. მიხეილ მესხი

არბიტრი: გ. ყრუაშვილი; ასისტენტები: ს. სპიცინი, ზ. ბერულავა; მეოთხე მსაჯი: ი. ხერხაძე

ჩიხურას ევროსაგზურის ზონისთვის იბრძვის, მაგრამ ამოცანა რთულად გადასაჭრელია, რადგან სასურველ ადგილთან სხვაობა უკვე 8 ქულაა. 8 ტურში კ ამის გაკეთება ურთულესი საქმე იქნება, მითუფრო სამტრედიასთან, რომელსაც საჩემპიონო ამბიიცია ჯერ კიდევ აქვს, თუმცა, იმის შიშიც, რომ მესამე ადგილი დაკარგოს.

სამტრედია მატჩში ერთ-ერთ ლიდერს, ნიკოლოზ საბანაძეს მოისაკლისებს, მის გარეშე კი შეტევაში ცოტა გაჭირდება.

მოკლედ, იმერული დერბი საინტერესო უნდა გამოდგეს.

დინამო (ბთ)-დილა
ბათუმი. რაგბი არენა

არბიტრი: ბ. ნინუა; ასისტენტები: დ. გაბისონია, ი. კაკაბაძე; მეოთხე მსაჯი: ტ. რუხაია

ორივე გუნდი პლეი აუტის თავიდან ასაცილებლად იბრძვის. უპირატესობა გორელთა მხარეს არის, რომლებიც უშუალო კონკურენტს 5 ქულით უსწრებენ. გიორგი დარასელიას შეგირდებმა 3 მატჩი მოიგეს და კარგ ხასიათზე ხვდებიან ბათუმურ მატჩს, თუმცა, წაგების შემთხვევაში 2 ქულა დარჩება სხვაობა და საქმე გართულდება.

მოგების შემთხვევაში გორელები პრატიკულად ინაღდებენ ელიგაში დარჩენას. ეს უკვე ზღვისპირელებს არ აწყობთ, ამიტომ შეეცდებიან საქმე გამოიკეთონ.

14 ოქტომბერი

ტორპედო-შუქურა
ქუთაისი. რამაზ შენგელია

არბიტრი: ჯ. ხორავა; ასისტენტები: ბ. ჭიჭინაძე, ა. კოკაია; მეოთხე მსაჯი: კ. გიორგაძე

ორი განსხვავებული მიზნებისთვის მებრძოლი გუნდების მატჩი საინტერესო უნდა გამოდგეს. ტორპედო პირველობისკენ ისწრაფვის და საამისოდ ქულების დაკარგვა არ აწყობთ, მით უფრო გუნდთან, რომელიც ბოლო ადგილზეა. მაგრამ შუქურა სწორედ ამ ბოლო ადგილის თავიდან ასარიდებლად იბრძვის, რათა ელიგიდან არ გავარდეს და ადგილი პლეი აუტიდან მაინც შეინარჩუნოს.

ზღვიპისრელები ქუთაისიდან მინიმუმ ქულის წაღებას შეეცდებიან, მაგრამ ეს ურთულესი იქნება. შუქურას დისკვალიფიცირებული გიორგი კახელიშვილი დააკლდებათ.

15 ოქტომბერი

საბურთალო-კოლხეთი
თბილისი. პეტრო არენა

არბიტრი: გ. კიკაჩეიშვილი; ასისტენტები: ზ. ფიფია, კ. სადილიანი; მეოთხე მსაჯი: ბ. გლუშჩუკი

საბურთალო ევროსაგზურის ზონაში შესაღწევად იბრძვის და ამჯერად ეს ცოტნე ნადარაის გარეშე მოუწევს, რომელიც წინა ტურში მოედნიდან იქნა გაძევებული. კოლხეთს ქულები იმიტომ სჭირდება, რომ შუქურა არ დაეწიოს, თორემ პლეი აუტს ისედაც ვერ ასცდება, რადგან დილას უკვე 14 ქულით ჩამორჩებიან.

დინამო (თბ)-ლოკომოტივი
თბილისი. დინამო არენა

არბიტრი: გ. ვადაჭკორია; ასისტენტები: დ. ჩიგოგიძე, ი. უკლება; დამატებითი ასისტენტები: დ. სანოძე, გ. ვარდიძე; მეოთხე მსაჯი: ა. ნონიკაშვილი

თბილისური დერბი ყოველმხრივ საინტერესოა. დინამოს ჩემპიონობა სურს, ლოკომოტივს მედლებისთვის ბრძოლა არ შეუწყვეტია. ამასთან, ევროსაგზურისთვის ბრძოლაში საბურთალოს სუნთქვა ესმის.

დინამომ საჩემპიონო რბოლაში თავად გაირთულა სიტუაცია _ დედაქალაქელებს მდევრებთან 9 ქულიანი ჰანდიკაპი ჰქონდა, მაგრამ ბოლოს თამაშები ჩააგდო და ახლა სხვაობა 4 ქულამდე დავიდა.
ლოკომოტივი კი პირიქით, იშტაზეა მოსული და კარგ ფეხბურთსაც აჩვენებს. ვნახოთ რას გაახერხებს გიორგი დევდარიანის ახალგაზრდული გუნდი დინამო არენაზე.

სატურნირო ცხრილი:

1.დინამო (თბ) 28 18 5 5 66-24 59

2.ტორპედო 28 16 7 5 42-21 55

3.სამტრედია 28 15 7 6 44-30 52

4.ლოკომოტივი 28 15 3 10 53-35 48

5.საბურთალო 28 13 4 11 44-33 43

6.ჩიხურა 28 12 4 12 34-44 40

7.დილა 28 9 7 12 34-40 34

8.დინამო (ბთ) 28 9 2 17 24-45 29

9.კოლხეთი 28 4 8 16 24-51 20

10.შუქურა 28 2 7 19 27-69 13

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები