ლუისი: "საუკეთესო ფეხბურთელი ვისთან ერთადაც მითამაშია, კოშტაა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლუისი: "საუკეთესო ფეხბურთელი ვისთან ერთადაც მითამაშია, კოშტაა"


ლუისი:
მადრიდის "ატლეტიკოს" ბრაზილიელმა მცველმა ფილიპე ლუისმა ის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა, ვისთან ერთადაც მითამაშია.

"დიეგო კოშტა საუკეთესო ფეხბურთელია, ვისთან ერთადაც ოდესმე მითამაშია და ამას ყოველთვის ვიტყვი.

ისეთი თანაგუნდელები მყოლია, როგორებიც ედენ აზარი, ნეიმარი, გრიზმანი და სხვები არიან, თუმცა კოშტასთან ერთად ყველაზე მეტი ტიტული მოვიგე", - აცხადებს ლუისი.

შეგახსენებთ, რომ ესპანელი ფორვარდი "ატლეტიკოში" წელს დაბრუნდა და მადრიდულ გუნდს 2018 წლიდან შეუერთდება.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები