დიდა: "დონარუმა მალე მსოფლიოს საუკეთესო მეკარე გახდება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დიდა: "დონარუმა მალე მსოფლიოს საუკეთესო მეკარე გახდება"


დიდა:
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა მეკარემ ნელსონ დიდამ იტალიის ამომავალ ვარსკვლავზე, ჯანლუიჯი დონარუმაზე ისაუბრა.

"თუ დონარუმას პროგრესი ასეთ ტემპში გაგრძელდა, მას თავისუფლად შეუძლია, რომ ბუფონის გზას გაჰყვეს.

ფაქტია, ის მალე მსოფლიოში საუკეთესო მეკარე გახდება და თავის გუნდს წარმატებებში დაეხმარება", - აცხადებს დიდა.

დონარუმას მიმდინარე სეზონში კარგი შედეგი აქვს დაფიქსირებული. სერია ა-ში ის ყოველ მატჩში საშუალოდ 1.86 სეივს აკეთებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები