მოურინიო პსჟ-ზე: "ეს კლუბი რაღაც განსაკუთრებულს ფლობს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მოურინიო პსჟ-ზე: "ეს კლუბი რაღაც განსაკუთრებულს ფლობს"


მოურინიო პსჟ-ზე:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო გამოტყდა, რომ ცოტა ხნის წინ მისი შვილი მატჩის საყურებლად პარიზში გაემგზავრა და არა მანჩესტერში.

პორტუგალიელი სპეციალისტის თქმით, "პსჟ" სხვა კლუბებთან შედარებით რაღაც განსაკუთრებულს ფლობს.

"რამდენიმე დღის წინ, ჩემმა შვილმა, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, არა მანჩესტერში, არამედ პარიზში გადაწყვიტა გამგზავრება, რათა მატჩს დასწრებოდა", - ციტირებს მოურინიოს სიტყვებს Telefoot.

"რატომ პარიზში? იმიტომ, რომ ამ ეტაპზე "პსჟ" რაღაც განსაკუთრებულს ფლობს - მაგიას, ახალგაზრდობას და ხარისხს. ფანტასტიკურია", - დასძინა "განსაკუთრებულმა".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები